Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"ავერსის კლინიკის" ლაბორატორიათა ქსელი აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** კონტრაქტორი დაწესებულებების მოზიდვა;
** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში;
** სამედიცინო ბაზრის კვლევების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით.

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** თავდაჯერებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი მისთვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20/01/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე