Робота для біженців з України
მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპრეტენზიო შემთხვევების განხილვა (სატელეფონო / წერილობითი ფორმით)
** სადაზღვევო შემთხვევების შესწავლა;
** პრეტენზიის რეგულირება ;
** უკუკავშირი დაზღვეულთან ;
** საპრეტენზიო შემთხვევების (მატერიალური/ელექტრონული/სატელეფონო) აღრიცხვა შესაბამის ფორმატში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის მიმართულებით);
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის (ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე