Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: თამაშობანა
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
ვისაც უნდა თამაში...

კომპანია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ წევრს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ: თამაშობანა ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!

გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით. სათამაშოები, დაბადების დღეები, კაფე, ვორქშოპები, წიგნები და სულ მალე უფრო დიდი სივრცე და თავგადასავლები დახვდებათ თამაშობანას სტუმრებს ახალ ლოკაციაზე.

სასურველია მომხმარებელზე ზრუნვის მხრივ გამოცდილება. აუცილებელია შვილთან, ნათლულთან, მეგობრების შვილებთან ან პატარა დედმამიშვილებთან თამაშის დიდი გამოცდილება.

მოვალეობები:

** ჩვენი კომპანიის პარტნიორ ბრენდებთან მუდმივი კავშირის დამყარება და განვითარება.
** ახალი ტრენდული ბრენდების მოძიება და მათთან თანამშრომლობის ინიციირება.
** გამოფენებზე, ბაზრობებზე და სხვა ინდუსტრიულ ღონისძიებებზე ვიზიტი.
** გაყიდვების სტატისტიკის ანალიზი და შედეგების ანგარიშგება.
** სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა მაღაზიის პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.
** მაღაზიის პერსონალის კოორდინაცია და კლიენტების მომსახურების ხარისხის კონტროლი.
** მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზი და უკუკავშირის შეგროვება.
** მაღაზიის დოკუმენტაციის წარმოება და პროცესების ეფექტურად ორგანიზება.
** პროდუქციის განლაგების მონიტორინგი და ვიტრინების ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
** მარაგების კონტროლი და დროული შევსება.

რას გთავაზობთ:

** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** შემოქმედებითი თავისუფლება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** დაზღვევა

პირობები:

** სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში
** სამუშაო საათები - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 11:00 დან 19:00 საათამდე
** ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გადმოგზავნის ბოლო ვადა - 06.02.2025

აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე