დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სუფთა სამყარო
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის ზოგადი აღწერილობა
საწყობის სპეციალისტი პასუხისმგებელია საწყობში არსებული მასალების, ინვენტარის და ტექნიკის განაწილება-აღრიცხვაზე. საწყობის დამხმარე ანგარიშვალდებულია მომარაგების სამსახურის უფროსის წინაშე.
ძირითადი მოვალეობები
** რეგულარული და ერთჯერადი ობიექტებისათვის გაანაწილოს და დაახარისხოს მასალა, ინვენტარი და ტექნიკური აპარატურა მომარაგების სამსახურის უფროსის ინსტრუქციის შესაბამისად;
** დაასაწყობოს და აღრიცხოს ობიექტებიდან დაბრუნებული მასალა და ინვენტარი;
** ვიზუალურად დაათვალიეროს კომპანიის საწყობში მიტანილი ტექნიკური საშუალებები და ინვენტარი და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მომარაგების სამსახურის უფროსს;
** პერიოდულად ჩაატაროს საწყობში არსებული ტექნიკური საშუალებების ვიზუალური დათვალიერება და უზრუნველყოს ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობა;
** პერიოდულად ჩაატაროს საწყობის ინვენტარიზაცია, მომარაგების სამსახურის უფროსის ზედამხედველობით;
** დაახარისხოს სახარჯი მასალა საჭიროებისამებრ;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით განახორციელოს მასალების მიწოდება მომარაგების სამსახურის უფროსის მიერ მითითებულ მისამართებზე;
** აწარმოოს ტექნიკის და ინვენტარის მოძრაობის აღრიცხვა;
** მიიღოს, შეამოწმოს, მიითვალოს და დაასაწყობოს შეძენილი მასალა და ინვენტარი;
** შეამოწმოს საწყობიდან გასვლის წინ ტექნიკის და ინვენტარის მდგომარეობა - განახორციელოს გამართული ტექნიკის და ინვენტარის გაცემა;
** დაეხმაროს მძღოლ-ექსპედიტორებს პროდუქციის მიწოდების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** უკონფლიქტო
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
სამუშაო პირობები
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა
** ანაზღაურება: 1400 ლარი (გამოსაცდელი ვადა 3 თვე, ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში 1200 ლარი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|