Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** შეიმუშაოს და დანერგოს შესყიდვების პოლიტიკა და პროცედურები;
** რეგულარულად აწარმოოს დასუფთავების სფეროში გამოსაყენებელი ტექნიკის, ინვენტარის და მასალების ბაზრის კვლევა/ანალიზი;
** შეადგინოს შესყიდვების გეგმა და განსაზღვროს შესაბამისი ბიუჯეტი;
** ჩაატაროს ტენდერები მომწოდებლების შერჩევის მიზნით;
** გააფორმოს ხელშეკრულებები მომწოდებლებთან;
** აწარმოოს შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
** აკონტროლოს მომწოდებლებისათვის თანხების გადახდის პროცესი;
** მოიძიოს ახალი მომწოდებლები და აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები პროდუქტის ხარისხთან და ფასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
** აკონტროლოს საწყობში არსებული მარაგები მომარაგების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და განახორციელოს შეკვეთები საჭიროების შემთხვევაში;
** აწარმოოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოების შესახებ და წარუდგინოს ხელმძღვანელობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** შესყიდვების სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი"-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დოლიძის 2
** ანაზღაურება: 2000 ლარი (საგამოცდო ვადა - 3 თვე, ანაზღაურება საგამოცდო ვადაში 1800 ლარი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე