დასახელება:
საკონდიტრო საწარმო სანდომის დირექტორი
|
მომწოდებელი:
ვასაძის პური
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური" აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის საკონდიტრო საწარმო -"სანდომის" დირექტორის პოზიციაზე.
ობიექტი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, სოფ. მაკვანეთში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით).
ფუნქცია/მოვალეობები:
** კომპანიის გაყიდვების ზრდა;
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
** საწარმოო პროცესების კონტროლი: ახალი პროდუქციის შექმნისა და ასორტიმენტის ზრდაზე ზრუნვა;
** გუნდის ეფექტური მართვა;
** კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საწარმოო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ფინანსების მართვის და ანალიტიკის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა;
** აპლიკანტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
პიროვნული მახასიათებლები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და მათი სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელმისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|