Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Wishlist
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში "Wishlist.ge" - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი (თბილისი მოლში)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით ცვლებში;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში;
** ანაზღაურება: 1200 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩამოსული პროდუქციის მითვლა;
** საწყობში პროდუქციის ბრენდების მიხედვით დალაგება;
** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, სალაროსთან მიტანა;
** შემოსული შეკვეთების გამზადება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის მოწესრიგება;
** საჭიროებისამებრ მომხმარებელთან წასვლა და ნივთების აწყობა;
** საწყობის მენეჯერის მიერ სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge

გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე