Робота для біженців з України
სექციის მომმარაგებელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სექციის მომმარაგებელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 07 იანვარი / ბოლო ვადა: 07 თებერვალი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სექციის მომმარაგებლის პოზიციაზე რუსთავის ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი.
გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შემოტანა დარბაზში;
** მომხმარებლისთვის განკუთვნილი ურიკების შეგროვება;
** მარკეტიდან ცარიელი პალეტების და ყუთების გატანა;
** მომხმარებლის დახმარება შეძენილი პროდუქციის გატანისას;
** მომხმარებლების მიერ სალაროებთან დატოვებული პროდუქციის შესაბამის სექციებში დაბრუნება;
** ლოჯისტიკის მიერ მიწოდებული პროდუქციის შეგროვების უზრუნველყოფა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/N6ASEgrXT3pcrzdX6
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე