დასახელება:
კლინიკური კვლევების სამსახურის ექთანი
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს კლინიკური კვლევების სამსახურის ექთნის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებგვერდი: https://www.aversiclinic.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო ან საშუალო განათლება სპეციალიზებული, მედდის კვალიფიკაციით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ვენასთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კლინიკური კვლევების სამსახურის ექთანი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20/01/2025.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|