დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
უნიკომი
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
შპს "უნიკომი" წარმოადგენს ტექნიკის მაღაზიათა ქსელს, იგი წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, HP, Lenovo, Philips, Canon, Toshiba, TCL, Hisence, Simfer, და ა.შ.
იხილეთ კომპანიის ვებგვერდი https://unicom.ge/
"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.
შპს "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ორბელიანის/მელიქიშვილის # 5.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 700-1000 (გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
** საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** შიდა შეკვეთების გამზადება და ჩატვირთვა
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტრაილერის დაცლაში მონაწილეობა ;
** შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).
** მომხმარებლისათვის პროდუქციის მისამართზე მიწოდება, ჩაბარება (საჭიროების შემთხვევაში) და შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
** თანამშრომლის ფასდაკლებას
შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მაგალითად (საწყობის თანამშრომელი ბათუმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|