Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "უნიკომი" წარმოადგენს ტექნიკის მაღაზიათა ქსელს, იგი წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, HP, Lenovo, Philips, Canon, Toshiba, TCL, Hisence, Simfer, და ა.შ. იხილეთ კომპანიის ვებგვერდი https://unicom.ge/

"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

შპს "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზესტაფონი, აღმაშენებლის 75
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი 1000-1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურების გაწევა მომხმარებლისათვის;
** პოტენციური მომხმარებლისთვის, შეძენის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა
** მარაგების კონტროლი და შევსება;
** მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების/მომსახურების სფეროში გამოცდილება მნიშვნელოვანია (მინ 6 თვე);
** გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** სასურველია ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია;
** თანამშრომლის ფასდაკლებას

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მაგალითად (კონსულტანტი ზესტაფონში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე