Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "უნიკომი" წარმოადგენს ტექნიკის მაღაზიათა ქსელს, იგი წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, HP, Lenovo, Philips, Canon, Toshiba, TCL, Hisence, Simfer, და ა.შ.

იხილეთ კომპანიის ვებგვერდი: https://unicom.ge/

"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

შპს "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ორბელიანის/მელიქიშვილის # 5.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1500 (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
** საწყობში სამუშაო პროცესის მართვა, სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა);
** საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** მარაგების კონტროლი და შევსება;
** წუნდებული პროდუქციის მართვა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტრაილერის დაცლაში მონაწილეობა;
** შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება);
** მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება;
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, საწყობის დალაგების მართვა);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
** თანამშრომლის ფასდაკლებას

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მაგალითად (საწყობის მენეჯერი ბათუმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე