დასახელება:
პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სხივი+
|
გამოქვეყნდა: 04 იანვარი
/ ბოლო ვადა: 04 თებერვალი
|
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
ანაზღაურება: 1600 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) - ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|