დასახელება:
საცალო გაყიდვების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სხივი+
|
გამოქვეყნდა: 04 იანვარი
/ ბოლო ვადა: 04 თებერვალი
|
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა;
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება;
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ზრდის პერსპექტივით +ბონუსი (400-1000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.
|
|
|
|