Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 03 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი", აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. "4finance" ჯგუფი დაარსდა 2008 წელს ლატვიაში და სწრაფად გადაიქცა მრავალბრენდულ ჯგუფად.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.4finance.com

ოფის მენეჯერი ორიენტირებულია ადმინისტრაციული პროცედურების წარმოებაზე, გულისხმობს ორგანიზაცია-დაწესებულებაში საოფისე მომსახურებას, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ორგანიზებას (დოკუმენტების მიმოქცევა და ტექნიკური უზრუნველყოფა, დაარქივება და სხვ.), შეხვედრების ორგანიზებასა და საქმიან მიმოწერას, ხელმძღვანელის დახმარებას, პროტოკოლით დადგენილი ნორმების დაცვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის მართვა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება;
** კომპანიის ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზება ოფისში და მის გარეთ;
** დამხმარე პერსონალის მართვა (დიასახლისი, მძღოლი);
** ყოველდღიური სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** ელ.ფოსტის, სატელეფონო ზარების, დოკუმენტაციისა და დავალებების მართვა;
** ტელეფონითა და ინტერნეტის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მოძიება;
** სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის მიზნით;
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და გადანაწილება;
** მარაგების შექმნა და განახლება;
** სამუშაო ადგილის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებებისა და ა. შ.) მოწესრიგება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოფის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობით თავისუფლად ფლობა.

სასურველი უნარები:

** დეტალებზე ორიენტაცია;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@premiumleasing.ge 2025 წლის 31 იანვრამდე, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - "ოფისის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე