Робота для біженців з України
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 03 იანვარი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ეძებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე