დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 03 იანვარი
/ ბოლო ვადა: 03 თებერვალი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 3000-5000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება სამომავლოდ სამართლებრივი ხარვეზების გამორიცხვის მიზნით;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების ან/და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ხელშეკრულების ან/და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადების მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საქმიანობაში, შესაბამისი ცვლილებების ასახვის დაგეგმვა/კოორდინაცია;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მართვა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ა. შ.;
** კომპანიის სტრუქტურაში არსებული სამსახურების, დეპარტამენტების და განყოფილებების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვასა და კორესპონდენციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
წინა სახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება;
** მიმართვების, წერილების, ასევე სხვა კორესპონდენციის მომზადება და იურიდიულად გამართვა;
** სასამართლო და სააღმსრულებლო წარმოების პროცესის მართვა და ზედამხედველობა;
** ახალი სუბიექტების (მშ. კომპანიები) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია;
** შრომითი სამართლიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებების გამართვა და მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** კორპორაციულ სამართლებრივ სფეროში და სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისურ და რუსულ ენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:
** აკადემიური წერა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.vacancy.vacancy@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურისტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|