დასახელება:
ვიდეო კონტენტ კრეატორი
|
მომწოდებელი:
CarMate
|
გამოქვეყნდა: 03 იანვარი
/ ბოლო ვადა: 03 თებერვალი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტოიმობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვის, . კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს აუტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვას და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტენტ კრეატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:30 საათამდე
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** კონტენტ სტრატეგიისა და კალენდრის დაგეგმა;
** სოც. ქსელების (Facebook, Instagram, Tiktok) მართვა და განვითარება,
** ბრენდის და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა და განთავსება სხვადასხვა სოციალურ ქსელში; (Facebook, Instagram, Tiktok)
** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება
** წინასწარ დაგეგმილი კამპანიების აღსრულება დათქმულ ვადებში, განთავსება, რეკლამირება წინასწარ გამოყოფილი ბიუჯეტით.
** საკომუნიკაციო არხებში შემოსული მომხმარებლის უკუკავშირის მართვა;
** TikTok, Instagram reels ტრენდების ცოდნა, განთავსებული კონტენტის ანალიზი და ინსაითების გათვალისწინებით კონტენტის გაუმჯობესება;
** TikTok და Instagram reels ვიდეოების გადაღება, დაორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საჭირო უნარები:
** სასურველია, განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ტიკ-ტოკ, ინსტაგრამ კონტენტზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** ინგლისური ენა - B2.
პიროვნული მახასიათებლები:
** გამართულად მეტყველების უნარი;
** შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას,
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcarmate@gmail.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
|
|
|
|