Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 03 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ, დეტელებზე ორიენტირებულ, გუნდური მუშაობის უნარების მქონე კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 17:30 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1500 ლ. (Net)

დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტუმრების ვიზიტების/შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მივლინებების ორგანიზება;
** დიასახლისების საქმიანობის მონიტორინგი;
** კორპორატიული ბენეფიტების მართვა/მონიტორინგი (კვება, ტრანსპორტირება);
** ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
** საოფისე შესყიდვების ორგანიზება;
** კომპანიის ცხელი ხაზის და ოფიციალური ელ.ფოსტის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 31 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე