Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 იანვარი / ბოლო ვადა: 03 თებერვალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** სუპერვაიზერის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
** სტუმრისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** სტუმრების მხრიდან უკმაყოფილების შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება 1000 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფა;
** სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი, 5/2-ზე

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrinfo.restaurants@gmail.com.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე