Робота для біженців з України
რეზერვაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.

Travel Door Georgia არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ქარვასლას შენობა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40-44 საათი, ცვლების მიხედვით.
ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული ტურების რეზერვაციების გაკეთება
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება.
** რეზერვაციების ბაზის ყოველდღიური შემოწმება
** აეროპორტის ტრანსფერების ორგანიზება/გადამოწმება ყოველდღიურად
** პასუხისმგებელი - სასტუმროს, გიდების, მძღოლების მონაცემების შეგროვებაში, მათთან კონტრაქტების გაფორმებასა და სისტემაში რეგისტრირებაზე.
** ვიაიპი და ლოიალური კლიენტებისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა
** თვალყურის დევნება სავარაუდო შეკვეთებს და განახლება ჯავშნის სტატუსის
** ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს გენერალურმა მენეჯერმა.
** დაიცვას ორგანიზაციის ღირებულება კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** MS Office-ის ცოდნა აუცილებელია.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე hr@traveldoor.ge

კომპანია "Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე