Робота для біженців з України
მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმკაპიტალი
გამოქვეყნდა: 28 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
კომპანია "ფარმკაპიტალი" - Aspen Pharma Ireland Limited, Orkla ოფიციალური პარტნიორი კავკასიაში აცხადებს ვაკანსიას მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის (KAM) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი (კვარტალური, წლიური)
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება
** შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი კლიენტების მოძიება და სრულფასოვანი ბაზის შექმნა, ბაზის პერიოდული ანალიზი და კორექტირება
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები, გუნდთან მუშაობისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია - მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა
** წერითი გამოცდა
** ინდივიდუალური გასაუბრება

CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 20.01.2025

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ფარმკაპიტალისთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე