Робота для біженців з України
მენეჯერი - ჩინეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ღვინისა და კულტურის ცენტრი
გამოქვეყნდა: 28 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, ქართული ღვინისა და კულტურის ცენტრი "ქართული სახლი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ვალდებულებები:

** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება;
** ქართული სამზარეულოსა და ღვინის პოპულარიზაციისთვის შესაბამისი აქტივობების მოწყობა;
** საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების განხორციელება;
** უცხოელ პარტნიორებთან და სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარება;
** ბიზნეს შეხვედრებზე დასწრება;
** გამოფენებში მონაწილეობის მიღება.

დასაქმების მინიმალური ვადა: ორი წელი

დამსაქმებელი უზრუნველყოფს: სამსახურებრივ ვიზას, საცხოვრებელ ადგილს, კვებას სამსახურებრივ საათებში, დაზღვევას, ერთჯერად ერთმხრივ ავიაბილეთს.

თვიური ანაზღაურება: 1000-1500$

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოთი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

2744726810@qq.com
Jigaurielene172@gmail.com
Tiangbei2010@gmail.com


აპლიკაცია მიიღება 12/01/2025-ის ჩათვლით
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე