Робота для біженців з України
დიასახლისი/პორტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი/პორტერი
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისი/პორტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.

სასტუმროს დიასახლისის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ობიექტის დასუფთავება, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე;
** მისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის (საზოგადო ადგილები, მიმღები, სველი წერტილები, ტერასა, აუზი და საუზმის სივრცე) დასუფთავება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის მიერ მიცემული დავალების შესრულება;
** დადგენილი სტანდარტების დაცვა;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასტუმროში დიასახლისის/პორტერის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და უნიფორმას.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე