Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
ჩვენ შესახებ:

"Communal Hospitality" წამყვანი ჯგუფია სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც ფლობს და მართავს ბუტიკ სასტუმროებს "Communal" -ის ბრენდის ქვეშ და დამოუკიდებელ რესტორნებს, მათ შორის Madre, Weller, Giorgio, Craft, Doli Kutaisi და Doli Telavi. ჩვენი მიზანია სწრაფი ზრდა, მდგრადი განვითარება, მომხმარებლებისთვის სტაბილური და ხარისხიანი გამოცდილების შექმნა მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვით და შენარჩუნებით.

ხარისხი და განვითარება ჩვენი საქმიანობის საქმიანობის მთავარი ღირებულებებია.

პოზიციის მიმოხილვა:

ვეძებთ გამოცდილ და დინამიურ ფინანსურ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის ფინანსურ ოპერაციებს. აღნიშნული პოზიცია მნიშვნელოვანია კომპანიის ზრდის სტრატეგიის მხარდასაჭერად, ფინანსური სტაბილურობის, სტანდარტებთან შესაბამისობისა და საოპერაციო ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

კანდიდატი უნდა ფლობდეს ცოდნას ჰოსფითალითი სფეროში და ფინანსური საქმიანობის წარმართვის გამოცდილებას.

ძირითადი ვალდებულებები:

** ფინანსური ანგარიშგება: უზრუნველყოს სასტუმროებისა და რესტორნების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება.
** ბიუჯეტირება და პროგნოზირება: უხელმძღვანელოს ბიუჯეტის შემუშავებას, პროგნოზირებას და ვარიაციის ანალიზს კომპანიის ზრდის მიზნებთან გასათანაბრებლად.
** შემოსავლების ოპტიმიზაცია: ითანამშრომლოს ოპერაციულ გუნდებთან შემოსავლების ოპტიმიზაციისა და ხარჯების ეფექტურად მართვის მიზნით.
** შესაბამისობა: უზრუნველყოს ფინანსური რეგულაციების დაცვა, მათ შორის ზუსტი საგადასახადო დეკლარაციები და აუდიტი.
** ფულადი ნაკადების მართვა:
** აკონტროლოს და მართოს ფულადი ნაკადები ოპერაციული საჭიროებების, ინვესტიციებისა და ზრდის სტრატეგიების მხარდასაჭერად.
** უზრუნველყოს დივიდენდების დროული და ზუსტი გადახდა დაინტერესებულ მხარეებზე.
** მართოს იჯარის გადახდების განრიგი და უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების დაცვა.
** გუნდური ლიდერობა: ჩამოაყალიბოს და ლიდერის-ის როლში იმუშაოს ბუღალტრულ გუნდთან.
** მონაცემთა ანალიზი: გამოიყენოს ფინანსური მონაცემები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიზნეს ანალიტიკისთვის.
** ზრდის მხარდაჭერა: ითანამშრომლოს ხელმძღვანელობასთან დაფინანსების სტრატეგიების, შესყიდვების, ინვესტირების და ახალი პროექტების ფინანსური დაგეგმვის პროცესში.

კვალიფიკაცია:

** ფინანსების, ბუღალტერიის ან დაკავშირებული დარგის ბაკალავრის ხარისხი (CPA ან MBA სასურველია).
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ფინანსური მართვის სფეროში, სასურველია ჰოსფითალითი ან დაკავშირებულ ინდუსტრიაში.
** ფინანსური პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და Excel-ის გამოყენების უნარი.
** სტუმართმოყვარეობის შემოსავლების ნაკადების, ხარჯების კონტროლისა და ფინანსური ოპერაციების მყარი ცოდნა.
** გამორჩეული ლიდერული, კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები.
** პრაქტიკული და აქტიური აზროვნება, სწრაფი ზრდის მიმართულებით სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიანი ხელფასი და ბენეფიტების პაკეტი.
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობები სწრაფად მზარდ და დინამიურ კომპანიაში.
** თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო კულტურა.
** ფასდაკლებები ჩვენი სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში.

როგორ უნდა გააგზავნოთ განაცხადი:

თუ მზად ხართ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ მზარდი ჰოსფითალითი ჯგუფის წარმატებაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი: info@communalcompany.com მისამართზე, თემაში მიუთითეთ "ფინანსური მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე