დასახელება:
განვადების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ხონი
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 5 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა - განვადების ოფიცერი.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|