დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Auto Sales İnternational
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
"GLB LOGISTIC" - არის მსხვილი ავტოტრანსპორტიორი, რომლესაც ათვისებული აქვს ისეთი ლოკაციები, როგორიც არის დუბაი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი.. საქართველოში ახლა შემოვიდა აღნიშნული კომპანია საკმაოდ ამბიციური გეგმებით.
მოცემულ მომენტში ვაცხადებთ ვაკანსიას ფოთში ოფის-მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ფოთი, ფოთის ტერმინალი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირას დასვენება
ხელფასი: 1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება და ბიზნეს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრების (ან მომხმარებლების) დახვედრა და იმ ადამიანების ინფორმირება, რომლებიც მიიღებენ მათ;
** ელ.წერილების და წერილების მიღება, შედგენა, პასუხის გაცემა და გაგზავნა;
მისაღები ოთახში შეხვედრების დროის ზუსტი კორექტირება;
** სტუმრების (ან კლიენტების) განსაკუთრებული ყურადღებით მოპყრობა და მათთვის მაღალი ხარისხის სერვისის, თავაზიანი ქცევის, მეგობრული მისალმებისა და დახმარების გაწევა;
** პირდაპირი ხელმძღვანელის მიერ დაკისრებულ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** MS Office აპლიკაციები და სხვა კომპიუტერული უნარები
** ენები: ინგლისური, ხოლო რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
** გამართული და სხარტი მეტყველება;
** სწრაფი, კომუნიკაბელური, პოზიტიური, მოწესრიგებული;
** გუნდში მუშაობის უნარი; კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესრულება;
** სიახლეების იოლი ათვისების და ხელმძღვანელის მიერ სწავლება-მითითებების შესრულების უნარი.
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ მომზადებული CV ელექტრონულ ფოსტაზე autosaleinternational@gmail.com სათაურის ველში სახელწოდებით "ოფის-მენეჯერი".
|
|
|
|