Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - დიდი დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოფის 1
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
"ოფის 1" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე დიდ დიღომში.

სფერო: საოფისე ავეჯის და საოფისე ნივთების რეალიზაცია.
კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ვალდებულებები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება (ტესტირება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (ტესტირება);

აუცილებელი მოთხოვნა: გაყიდვებში და სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი პირობა);

ჩვენი შემოთავაზებაა:

** მზარდი ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული გარემო;

გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 1-დან 2 კვირამდე უხელფასო სწავლება-სტაჟირებას, სადაც შეისწავლიან გაყიდვების სპეციფიკას.

ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

ხელფასი საწყის ეტაპზე საშუალოდ 1500-1600 + ლარი, მათ შორის 1300 - ფიქსირებული.

გამოცდილების და შედეგის მიხედვით განსაზღვრულია ხელფასის ზრდა.

ანაზღაურებადი სტაჟირების დამთავრებისთანავე ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 19:00 საათამდე, კვირაში 2 დასვენების დღე ან დასვენება მცოცავი გრაფიკის შესაბამისად ან კვირაში 40 სამუშაო საათი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@pm.ge სურათთან ერთად.

გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მოლარე კონსულტანტი - დიდი დიღომი;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს. ასევე თქვენ თანხმობას აცხადებთ დამუშავდეს მოწოდებული ინფორმაცია კანონმდებლობის დაცვით.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვაკანსიებთან დაკავშირებით კითხვები გთხოვთ მოგვწეროთ Viber-ზე ან WhatsApp-ში ნომრებზე: 599 068 468; vacancy@pm.ge.

(შემოსულ ზარებზე პასუხი არ გაიცემა, კომუნიკაცია მხოლოდ მიმოწერით).

CV-ის ფოსტაზე vacancy@pm.ge გამოგზავნის გარეშე ვაკანსია არ განიხილება.

მისამართი: დიდი დიღომი, როსტევან მეფის 4, II სართული. სავაჭრო ცენტრი პანორამა.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე