Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - Queisser Pharma Doppel Herz - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - Queisser Pharma Doppel Herz
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის - Queisser Pharma Doppel Herz ვაკანსიას იმერეთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები).

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 იანვარი, 2025 წელი..
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე