დასახელება:
Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Excel).
სასურველია: B1 კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო წარმომადგენელი-Oral Care).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10.01.2025..
|
|
|
|