დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
ბიოდიზელი ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი, პარტნიორ კომპანიებთან უკუკავშირი;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
** კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად);
** სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ სათაურის ველში - "subject", მიუთითოთ პოზიცია.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
|
|
|
|