Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი მოდუსი
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 14 იანვარი
თანდართული ფაილი: 605315_cv_6787860.zip
სსიპ "კოლეჯი მოდუსის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "მებაღეობა" პროფესიული განათლების მასწავლებელი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროფესიული სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის შემუშავებაში/განხორციელებაში ჩართულობა, შესაბამისი მოდულების გამარტივებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად. სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით, შეფასების ვალიდაცია/ვერიფიკაციის პროცესებში ჩართულობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ერთად, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის განსაზღვრა მახასიათებლებით.

სამუშაო გამოცდილება

უმაღლესი და/ან ტექნიკური და/ან პროფესიული განათლება აგრარული მიმართულებით და/ან სფეროს მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 იანვარი.

სსიპ კოლეჯი მოდუსი

ტელეფონი: 577 95 90 36
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე