Робота для біженців з України
მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები
მომწოდებელი: King David
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
მრავალფუნქციური კომპლექსი King David აცხადებს ვაკანსიას ღამის მიმღების (რეცეფციონისტის) თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაცხოვრებლების/ვიზიტორების დახვედრა და მათი საჭიროებების შესაბამისი დახმარების გაწევა;
** ვიზიტორების შემოსვლა-გასვლის აღრიცხვა;
** მაცხოვრებლების ინფორმირება მათთვის გამოგზავნილი კორესპონდენციების, ფოსტის, გზავნილებისა და ამანათების მიღების თაობაზე;
** დაშვების ბარათებისა და ავტორიზაციის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ენერგიული და მოტივირებული პიროვნება.

სამუშაო გრაფიკი: 2/2, ორი ღამე მუშაობა, შემდეგი ორი ღამე დასვენება.
ანაზღაურება: 1200 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: l.kordzadze@kdr.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ღამის მიმღები (რეცეფციონისტი).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე