Робота для біженців з України
ოჯახის ექიმი - დმანისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ოჯახის ექიმის ვაკანსიას დმანისის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: დმანისი, წმ. ნინოს 37
გრაფიკი: შეთანხმებით

(თბილისიდან დმანისის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა")

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიკაციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამისი სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოჯახის ექიმი (დმანისი) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10/01/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე