Робота для біженців з України
უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
ვაცხადებთ ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე კომპანიისთვის "მაიდან ჯგუფი".

"მეიდან ჯგუფი" დაარსდა 2000 წელს (http://www.meidangroup.ge) და წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით, განკარგავს ძველი თბილისის რაიონში არსებულ კომერციულ/საოფისე ფართებს და უზრუნველყოფს მათ უნაკლო მდგომარეობაში შენარჩუნებას.

"მეიდან ჯგუფი" ეძებს შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებიც მოტივირებულები არიან მომხმარებლებს გაუწიონ საუკეთესო მომსახურება და უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის მაღალი ეფექტიანობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N: 7
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.) სრული 40 საათი
ანაზღაურება: 1900 Net (გამოსაცდელი ვადა 3 თვე - 1500 ლარი
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ულიმიტო კორპორაციული ნომერი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის აპარატურის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
** ვიდეო-კამერების მონტაჟი/დემონტაჟი, ტექნიკურ-პროგრამული გამართვა;
** არსებული უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ქსელების, TCP/IP საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ციფრული, ანალოგური ქსელის და ვიდეო-ჩაწერის პრინციპების ცოდნა;
** ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 10 იანვრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის (http://www.stream.com.ge) რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე