დასახელება:
IT პროდუქტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სინტაქსი
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ გუნდში პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტის/პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** პროდუქტის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათი სწორად იდენტიფიცირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა, თიქეთების მართვა და თრაბელშუთინგი;
** პროექტების ფარგლებში მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულება დედლაინების გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების გუნდთან ერთად პროექტებში ჩართულობა და ტექნიკური დახმარების გაწევა;
** საოფისე ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქტების დემო ვერსიების შექმნა და კლიენტებისთვის წარდგენა (გაყიდვების გუნდის დახმარება);
** საჭიროების შემთხვევაში ინფრასტრუქტურის გამართვა კლიენტებისთვის ადგილზე და ხარვეზის აღმოფხვრა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება IT მიმართულებით;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება Help Desk/საფორთის მიმართულებით;
** ინგლისური ენის მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
|
|
|
|