დასახელება:
დირექტორი
|
მომწოდებელი:
საპენსიო სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
სსიპ - "საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე.
კატეგორია: მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 იანვარი
თანამდებობრივი სარგო: 14, 500 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ფუნქცია-მოვალეობები:
საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით.
2024 წლის ივნისში "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან საპენსიო სააგენტოს სახელწოდება 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვლება და გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი (საპენსიო ფონდი). კონკურსის შედეგად დანიშნული საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2025 წლის 1 მაისიდან მისი წინამდებარე კონკურსის ფარგლებში დანიშვნის უფლებამოსილების ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
** საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
** საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესებისა და ანგარიშების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
** საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
** საპენსიო სააგენტოს მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
** საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
** შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;
** საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში;
** ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში სამუშაო გამოცდილება: 10 წელი
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 5 წელი
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი "დაგროვებითი პენსიის შესახებ"; საქართველოს კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ";
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" (სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).
ენები:
** ენა - ინგლისური
** წერითი უნარები - C2
** მეტყველება - C2
საკონტაქტო ინფორმაცია:
** საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 2
** საკონტაქტო ტელეფონები: 577942249
** საკონტაქტო პირი: ეკა კალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 10 წლის სამუშაო გამოცდილება. საფინანსო სექტორში სამუშაო გამოცდილება და აქტივების მართვის ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 5 წლის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
** კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
** სსიპ-საპენსიო სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** არგუმენტაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** მიზანდასახულობა.
დამატებითი ინფორმაცია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - https://www.hr.gov.ge/ ან/და CEO@pensions.ge - ელექტრონულ ფოსტაზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა გამოაგზავნონ ან ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლები;
** სამოტივაციო წერილი;
** რეზიუმე (Curriculum Vitae);
** ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე.
არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორად დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად;
საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი;
კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ-საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.
კონკურსის ეტაპები: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
|
|
|
|