Робота для біженців з України
დოკუმენტების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტების ოპერატორი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გრ. ლორთქიფანიძის 15ა (ყოფილი კაიროს ქ.).

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00სთ (შესაძლებელია გრაფიკის მორგება)

სამუშაოს აღწერა:

** მონაწილეობა სკანირებისა და დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
** დოკუმენტების კატალოგების შედგენა, დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება, დახარისხება;
** მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, ყუთებში დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
** მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სწრაფი და აკურატული ბეჭდვითი უნარი;
** სასურველია უცხო ენების ფლობა;
** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

პიროვნული უნარები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დასტა გთავაზობთ:

** მხიარულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@drm.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დოკუმენტების ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე