დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
იდეალი
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, დასვენება კვირაში 1-2 დღე (თვეში ჯამურად 6 დღე). სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე. ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი + ბონუსი სისტემით), პლუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ხეივანი N71, სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამსახურებრივი მოვალეობა: სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დღგ-ს ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ- ჩვევები: უმაღლესი განათლება, კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა, ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, კომუნიკაბელურობა.
სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება - თვეში 700 ლარი.
რეზიუმე სავალდებულოა ქართულ ენაზე.
ელფოსტა: salevacancy@demasi.ge
ვებგვერდი: www.demasi.ge
|
|
|
|