დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას წიგნის სახლის "ლიგამუსი" მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წიგნების რეალიზაცია;
** წიგნის მაღაზიის სივრცეში არსებული ყველა სალაროს, სალარო აპარატის, სალარო ტერმინალის, სალარო ჟურნალის, საბუთებისა და სეიფის ზედამხედველობა და მათთან მუშაობა;
** სალაროში არსებულ ფინანსურ რესურსებზე პასუხისგება;
** ინკასაცია;
** აღრიცხვა - ანგარიშის სამსახურთან ურთიერთობა;
** სამსახურის უფროსისათვის გაყიდვების შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
** სამსახურში მიმდინარე ღონისძიებების დროს, კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისა და პოტენციური მომხმარებლის დროული ინფორმირება სამსახურში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობებისა და სიახლეების შესახებ;
** სამსახურში არსებული მატერიალური რესურსის კონტროლი და მასზე პასუხისგება;
** წიგნის მაღაზიის აღწერებსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთან ქართულ და ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, სასურველი წიგნების მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
** ფესტივალებში მონაწილეობა;
** საწყობებში და დახლებზე განთავსებული წიგნების მოწესრიგება (პერიოდულად);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Google სერვისები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ლიგამუსი" მოლარე-კონსულტანტი.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|