Робота для біженців з України
მორიგე-რეგისტრატორი, დღის რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე-რეგისტრატორი, დღის რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მორიგე-რეგისტრატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისების შესახებ
** პაციენტის იდენტიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო და სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია კლინიკის პროგრამაში;
** პაციენტის სტაციონარული ბარათის გახსნა, ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით;
** სამედიცინო ბარათების, დოკუმენტაციის მოძრაობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 16 საათიანი მორიგეობა; შაბათ-კვირას, უქმე/დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა.

2. დღის რეგისტრატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისების შესახებ
** პაციენტის იდენტიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** პაციენტის ამბულატორიული ბარათის გახსნა/ან მოძიება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით;
** პაციენტისთვის ინვოისის მომზადება; დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** წარმოშობილი რიგების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, შესვენება 1 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: r.avaliani@brh.ge, khozrevanidzem@brh.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19/01/2025

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე