დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიო-მედი
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
კომპანია "ბიო-მედი" საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. ბიო-მედის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში არსებული ჯანდაცვის ობიექტების და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა, ასევე სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების მიწოდება და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა კვალიფიციური და გამოცდილი კადრების დახმარებით.
"ბიო-მედი" საქართველოში წარმოადგენს რამდენიმე უმსხვილეს მწარმოებელს: BioRad (აშშ/საფრანგეთი), Panasonic Biomedical (იაპონია), CPM (იტალია), Domel (სლოვენია).
კომპანია "ბიო-მედი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი-ფუნქცია მოვალეობები:
** საწყობში მიმდინარე პროცესების კონტროლი, პროდუქციის მიღება-გაცემის უზრუნველყოფა;
** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, ტვირთების დასაწყობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი და აღრიცხვა;
** სასაწყობე ნაშთების პერიოდული კონტროლი/აღრიცხვა;
** გაცემის პროცედურის დაცვა კომპანიაში არსებული შიდამარეგულირებელი დოკუმენტაციის პრინციპის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** საწყობის საერთო მოწესრიგებულობის (პროდუქციის, იდენტიფიცირება, განთავსება, ვადებისა და მარკირებების კონტროლი;
** ჩამოსაწერი და ვადაგასული პროდუქტების იდენტიფიცირება, განცალკევება და დროული გატანა საწყობიდან შესაბამისი პროცედურის დაცვით;
** ჰიგიენური მდგომარეობის, კლიმატური პირობების, დანადგარების/მაცივრების კონტროლი და შეუსაბამობების აღმოჩენისას შესაბამისი სამსახურების ინფორმირება პრობლემის აღმოფხვრის ღონისძიებების ჩასატარებლად;
** საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო მარაგების კონტროლი და ფაქტობრივი ნაშთებისა და პროგრამული ნაშთებთან ურთიერთშედარება;
** RS - მიღებული შეკვეთების ზედნადებების გამოწერა;
** ზედნადების შემოწმება - გაგზავნამდე პროდუქტების დადარება ზედნადებთან (კატ.N, პროდუქტის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება);
** ფინანსურ მენეჯერთან კოორდინაცია, ინვენტარიზაციების წარმოება.
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობა:
** სასაწყობე სივრცეში არსებული ნაშთების სისწორეზე;
** სასაწყობე სივრცის მოწესრიგებაზე;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ოპტიმალურ განლაგებაზე;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების კატეგორიების მიხედვით განთავსებაზე;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ვადების კონტროლზე;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების მდგომარეობის დადგენაზე;
** საწყობში უკან დაბრუნებული პროდუქციის აღრიცხვის სისწორეზე;
** შესყიდვების მიღებასა და მათ ინვოისთან შესაბამისობაზე;
** იმპორტის მიღებასა და მათ ინვოისთან შესაბამისობაზე;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - სავალდებულოა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ტექნიკურ დარგში;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
** სავალდებულოა მსგავს სფეროში, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** აქტიურობა და ინიციტივიანი;
** თვითმოტივაციაზე ზრუნვის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე, (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 / 09:30 - 19:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #34
** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ხელზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lcgroup.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://biomedi.ge/
პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lcgroup.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "ბიო-მედის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@lcgroup.ge
"ბიო-მედი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: (+995) 599 91 34 38, info@lcgroup.ge
|
|
|
|