Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=605127&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვის შემდგომი მომსახურების მონიტორინგი
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა
** ხელშეკრულებების გაფორმება, ვადების კონტროლი
** ყოველთვიურად მომსახურების შესაბამისი ინვოისების მიწოდება მომხმარებლებთან
** დოკუმენტაციასთან მუშაობა
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** დეველოპერული მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობიანობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: svanidze.i@yahoo.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია