დასახელება:
რეზერვაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Georgian Bus
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
კომპანია "ჯორჯიან ბასი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი და გუდაური
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ შესახებ:
შპს "ჯორჯიან ბას" ერთ-ერთი მოწინავე სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიაა, რომელსაც ესაჭიროება რეზერვაციების მენეჯერი ზამთრის სეზონზე გუდაურში და წლის დანარჩენ თვეებში თბილისის ოფისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
გუდაურში
** სტუმრების დახვედრა და სასტუმროში ჩექ ინ / ჩექ აუთი
** დამლაგებლების კონტროლი
** სქი ფასების დაბეჭდვა და სტუმრებისთვის მიწოდება
** თანხის აღება ნაღდი ანგარიშსწორებით და ბარათით
თბილისში
** სასტუმროსი ჯავშნის განთავსება, დასტურის მიღება, გაუქმება, ოთახების შემცირება
** რესტორნების ჯავშანი, მენიუს ბიუჯეტის შესაბამისად შედგენა
** მუზეუმების ვაუჩერების მიღება, გიდებისთვის გადაცემა და მონიტორინგი
** გიდების დაჯავშნა, ჰონორარის შეთანხმება, შესაბამისის დოკუმენტაციის წარმოება
** ინვოისის მიღება, შემოწმება, ბუღალტერიისთვის გადაცემა და დროული გადახდის უზრუნველყოფა
** ჯავშნების სისტემაში აღრიცხვა, მონიტორინგი, მომწოდებლების დროული გაფრთხილება
** საბაგიროს თანხების მონიტორინგი.
უნარები/კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი, კოლეგიალური;
** მართვის მოწმობა სავალდებულოა
** აქტიური
ენა:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული ენა ჩაითვლება პლუსად
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას კომპანიის სპეციფიკის გასაცნობად. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: office@georgianbus.com
|
|
|
|