Робота для біженців з України
საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N145ა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბითუმო ქსელში და პარტნიორ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირება,
** კომპანიის დილერებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
** კორპორატიული გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა
** საბითუმო გაყიდვის წერტილებში კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების და გადახდის პირობების დაცვის უზრუნველყოფა
** საბითუმო გაყიდვების მრავალმხრივი ანალიზის წარმოება, საბითუმო გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების ზედამხედველობა.
** საბითუმო გაყიდვის წერტილებში არსებულ პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური, სასურველია რუსული)
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებით ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე