Робота для біженців з України
უნივერსალური საკრედიტო ექსპერტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი/თბილისი

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

სამუშაოს აღწერა:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** სავალუტო ოპერაციების წარმოება;

მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სავალუტო);
** სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ALTA-ში მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 25/01/2025-სა

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება
გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე