Робота для біженців з України
ექთნის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის დამხმარე
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის დამხმარის პოზიციაზე.

სავალდებულოა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების დამზადება/გამოყენება
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია
** სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში
** პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთნის დამხმარე).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე