Робота для біженців з України
მორიგე ტრანსფუზიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ტრანსფუზიოლოგი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ტრანსფუზიოლოგის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია: უცხო ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
Vacancy.Surgery@aversi.com. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 იანვარი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე