დასახელება:
შესყიდვების და იმპორტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Digital Area
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"Digital Area"-ში შესყიდვების და იმპორტის მენეჯერს ვეძებთ !
"Digital Area" ეს არის BOG-ს ჯგუფის წევრი კომპანია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ბიზნესს:
** Extra.ge - ყველაზე დიდი ციფრული მაღაზიების პლატფორმა საქართველოში;
** Biletebi.ge - ბილეთების გაყიდვის პირველი პლატფორმა საქართველოში;
** Optimo.ge - მარაგებისა და გაყიდვების მართვის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
** Izibox.ge - ლოგისტიკური და საკურიერო სერვისის კომპანია.
"Digital Area"-ში შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის როლი მოიაზრებს:
** იმპორტის სრული ციკლის მართვას;
** საიმპორტო პროდუქციის მომწოდებლებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკების წარმოებას;
** შესყიდვების განხორციელებას;
** საიმპორტო, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ აღრიცხვასა და სტეიკჰოლდერებისთვის წარდგენას;
** შესყიდვების მართვას საქართველოს ბაზარზე;
** მომწოდებლებთან მოწოდების ჯაჭვის აწყობასა და ფასების ოპტიმიზაციას;
** ახალი მომწოდებლების მოძიებასა და მოლაპარაკებების წარმოებას;
** დანახარჯების კონტროლს, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად.
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ
** 1-2 წლიანი გამოცდილება იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე;
** 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** ფლობ ინგლისურ ენას;
** გაქვს კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** ფლობ ექსელს მაღალ დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ, 10:00 - 19:00 საათამდე
დასაქმების ადგილი პეკინის ქ.N41
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე CV ბმულზე https://bit.ly/3g2x0px
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
|
|
|
|