დასახელება:
ტრენინგების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან "2 ნაბიჯში", ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი;
ძირითადი ფუნქციები:
** ორი ნაბიჯის სტრატეგიის შესაბამისად თანამშრომელთა შენარჩუნების, მათთვის ჯანსაღი კორპორაციული გარემოს შექმნისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, HR ტრენინგების სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების კოორდინაცია;
** ორი ნაბიჯის წინა ხაზის ეფექტიანობის გაზრდისთვის, თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდისა და დენადობის შემცირებისთვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და აღსრულების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შენარჩუნების მიზნით განსაზღვრული პროექტების მართვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღსრულების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის და კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პროექტების შემუშავება, აღსრულება და მართვა;
** შიდა და გარე ტრენინგებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მართვა, დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ფინანსური, სატრენინგო დოკუმენტაცია, სარეგისტრაციო ფორმები და სხვა) სისრულის უზრუნველყოფა სხვადასხვა დეპარტამენტთან / სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობით;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე Outsource კომპანიების მოძიება, მათთან კომუნიკაცია ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით. სამომავლო თანამშრომლობისთვის ტრენინგ კომპანიების რეესტრის წარმოება და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** ტრენინგებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების მართვა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
** ტრენინგებთან დაკავშირებული დეტალური ანგარიშების მომზადება (ტრენინგისათვის დახარჯული რესურსის, ჩატარებული საათების, დასწრების, უკუკავშირის და ა.შ.) და რეპორტინგი.
** ჩატარებული ტრენინგების კონტროლი; ტრენინგის ეფექტურობის შეფასება, ტრენინგების პროექტების მენეჯერების მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში.
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ტრენინგების კოორდინატორის ან HR ჯენერალისტის პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 იანვარი, 2025 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|